თეგებით ძიება

ანაკლიის პორტის პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს - რა განცხადებას ავრცელებს მთავრობა?

ანაკლიის პროექტის ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მზად არის და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა და მათ შორის საუბარი შეეხო ანაკლიის პორტს.

„პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და მოადგილეებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განიხილა, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია და რომელსაც სახელმწიფო კერძო ინვესტორთან ერთად ააშენებს.

აღინიშნა, რომ კონსორციუმის 51% სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება, 49%- ზე კი, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. პროექტის ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მზად არის და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის პირველმა ფაზამ წელიწადში 7,8 მილიონ ტონა გამტარიანობას უნდა მიაღწიოს“, - წერია გავრცელებულ პრესრელიზში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა