ტრაგედია სამტრედიაში - მამაკაცი კორპუსის სახურავიდან გადავარდა
სამტრედიაში, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა. 45 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ინფრომაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ის კორპუსის სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.
ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ადგილზე მყოფები კი დაკითხვაზე არიან გადაყვანილი.