თეგებით ძიება

"ერთი ვიცი, ვინ ატეხავს ყველაზე დიდ წიოკს " გაგვიყალბეს" ყვირილით" - ვანო ნადირაძე "ნაცმოძრაობის" არჩევნებზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ ყველა კანდიდატს გამარჯვებას უსურვებს.

"მე არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველას ვუსურვებ წარმატებას და გამიხარდება, თუ წაგებულიც ღირსეულად აღიარებს დამარცხებას. მაგრამ ერთი ვიცი, ვინ ატეხავს ყველაზე დიდ წიოკს " გაგვიყალბეს" ყვირილით.
ეს იქნება ბოლო ადგილზე გასული.
აი, ასეთი სხვაობა რომ იქნება ბოლოზე გასულს და პირველზე გასულს შორის, სადღაც 40% პროცენტი.
აი მერე მართლა უნდა აგინო, ვინც არ უნდა იყოს", - წერს ნადირაძე.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრრა ელექტრონულად გაიმართება. შედეგები 30 იანვარს გახდება ცნობილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა