ფული, რომელიც შვილიშვილმა ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა - ახალი დეტალები
შვილიშვილის მიერ ბებიის მკვლელობის შეკვეთის ამბავზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
თანხა, რომელიც შვილიშვილმა მდიდარი ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა. 70 ათასი ლარი 26 წლის კაცმა ოჯახის წევრს რამდენიმე დღის წინ სთხოვა.
მიზეზი რის გამოც კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშორმელმა ოჯახის წევრი მოსაკლავად გაიმეტა დიდძალი ქონებაა. სავარაუდოდ, გამზრდელი ბებიის განეიტრალების შემდეგ ახალგაზრდა კაცი იმ უნივერსიტეტის მისაკუთრებას ეცდებოდა, რომელიც 72 წლის ქალის საკუთრებაშია.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ამავე უნივერსიტეტში წილს ფლობს თავად დაკავებულიც, თუმცა ბანკში არსებული დავალიანების გამო, წილს სავარაუდოდ ყადაღა ადევს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ ავტომიბილების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და მისივე თაღლითური სქემის გამო 20-მდე ადამიანია დაზარალებულია.
შეგახსენებთ, 72 წლის ბებიის მკველელობას, ყოფილი პოლიციელი 150 ათასი დოლარის სანაცვლოდ უკვეთავდა.