თეგებით ძიება

თუ უნდა მუქარად მიიღოს რატი ბრეგაძემ, მას უახლოეს პერიოდში გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობა - ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართა: "ძალიან მალე გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება".

"ჩვენ ვხედავთ, რომ რეანიმაციაში გადაყვანის ნაცვლად და ეს სჭირდება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მიზანმიმართულად ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ამ ყველაფერს ასრულებს რატი ბრეგაძე ,არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, იმიტომ, რომ შემდეგ უკვე სასამართლოსთვის შეუძლებელი აღარ იყოს, რომ ტყვეობაში დატოვოს მიხელ სააკაშვილი...

რატი ბრეგაძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე...მე მინდა ვუთხრა მას, რომ უახლოეს პერიოდში მას მოეთხოვება და თუ უნდა მუქარად მიიღოს რატი ბრეგაძემ, მას გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება", - განაცხადა ხაბეიშვილმა .


ცნობისთვის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს.

არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება და ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა