თეგებით ძიება

მეორე ტური არ იქნება, "ნაციონალურ მოძრაობას" დასაკარგი დრო არ აქვს - რას ამბობს ლევან ხებეიშვილი?

ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხდა, რომ ენმ-ში არჩევნების მეორე ტური არ იქნება.

"მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არანაირი მეორე ტურები "ნაციონალურ მოძრაობაში" არ იქნება, "ნაციონალურ მოძრაობას" დასაკარგი დრო არ აქვს, ისედაც ბევრი დავკარგეთ ჩვენდა სამწუხაროდ, მათ შორის ნოემბრიდან მოყოლებული სამი თვის განმავლობაში, კარგი იქნებოდა, რომ უფრო სწრაფად დაგვემთავრებინა ეს პროცესი. მაგრამ ახლა მე მინდა დარჩენილ 49%-ს მოვუწოდო, მიიღეთ მონაწილეობა და გახდით ცვლილებების თანამონაწილე", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს.

არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება და ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა