თეგებით ძიება

"დალურჯებები აქვს მთელ ტანზე, ნაჩქმეტი, ნაგლეჯი ყველაფერი.... არის მოკლული" - რას აცხადებენ ბათუმში გარდაცვლილ 42 წლის ქალზე ახლობლები?

ბათუმში, გარდაცვლილი 42 წლის ქალის ახლობლების ვარაუდით, ქალი მოკლულია.

"გარდაცვლილი ნახეს სასტუმროში. როცა გადმოასვენეს, მე თვითონ ჩავაცვი. დალურჯებები აქვს მთელ ტანზე, ნაჩქმეტი, ნაგლეჯი ყველაფერი. აბსოლუტურად ყველა ვამბობთ, რომ არის მოკლული," - აცხადებს მედიასთან ოჯახის ახლობელი, თამუნა მაყიშვილი.

ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, სისხლის სამართლის ამ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 26 იანვარს, ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა თანმხლებ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დადგენილია, რომ ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ სასტუმროში. რამდენიმე საათში ქალი სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა