თეგებით ძიება

ვინ არის ბებიის მკვლელობის დამკვეთი 25 წლის კაცი? - მისი ვინაობა ცნობილია

ბებიის მკვლელობის დამკვეთის ბრალდებით შსს-მ 25 წლის კაცი დააკავა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებული შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, 25 წლის ალექსანდრე საყვარელიძეა. მამაკაცი ძველი თბილისის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობის დაკვეთის სავარაუდო მოტივად 72 წლის ქალის ბიზნეს საქმიანობა სახელდება.

გამოძიების ინფორმაციით, ბებიის მკვლელობისთვის 25 წლის შვილიშვილი 150 ათასი დოლარის გადახდას გეგმავდა.

შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით 25 წლის ახალგაზრდა უკვე დაკავებულია და მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა