თეგებით ძიება

„ჩემო სულ 16 წლის ნაბოლარავ, ყველაზე და ყველაფერზე საყვარელო და სატკენო შვილო...“ - სოფი ნიკოლეიშვილის დედის ემოციური პოსტი

ლაგოდეხში ექსკურსიაზე ტრაგიკულად დაღუპულ, სოფი ნიკოლეიშვილს დღს, 29 იანვარს 20 წელი შეუსრულდებოდა. სოფის დაბადების დღეს სოციალურ ქსელში მისი დედა, ლანა ნიკოლეიშვილი ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„ჩემო ციმციმა სკვინჩა_ სოფია!

როგორ ბედნიერი ხვდებოდი ყოველ 29 იანვარს დეო...

უშენოდ მოდის და მიდის ყოველი დღე…

გონებაში უკვე რამდენჯერ წარმოგიდგინე, რა ათას გიჟურ გეგმას დააწყობდი ამ დღისთვის. დღეს უკვე დიდი გოგო მეყოლებოდი.

ალბათ სადმე უჩემოდ, უუფროსებოდ მოისურვებდი შენს მეგობრებთან ერთად, იმ მეგობრებთანაც, ამ თითქმის ოთხი წლის მანძილზე რომ გაიჩენდი,აღნიშვნას. ყველაზე მეტად,შენი დაბადების დღე და ახალი წელი გიყვარდა შვილო.

დღეს ორივეს დღეა. შენი და სალოს. შენ დაიბადე სალომეობას. თუმცა უფრო შენი დაბადების დღედ აღვნიშნავდით ყოველთვის. ისევ აღვნიშნავთ უშენოდ ჩემო პაწაწინა ქალო, მაგრამ აზრი?!

ჩემო სულ 16 წლის ნაბოლარავ, ყველაზე და ყველაფერზე საყვარელო და სატკენო შვილო, ნეტა ახლა ზურგსუკან თუ არ მიდგახარ და ჩუმად არ კითხულობ ამას, რასაც ახლა ვწერ…სულ შენი ზარი მელანდება დეო ,,დეეე,მშია და რა გვაქვს საჭმელი?!,,

ახლა კი ვტირი დეო, მაგრამ შენთან რომ მოვალ, არ ვიტირებ. იქ თითქმის არ ვტირი უკვე. მამშვიდებ ისევ შენ ჩემო სკვიინჩ,“ – წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ექსკურსიაზე ლაგოდეხში წასული სოფი ნიკოლაიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.

ჩემო ციმციმა სკვინჩა_ სოფია!
როგორ ბედნიერი ხვდებოდი ყოველ 29 იანვარს დეო ????????????
უშენოდ მოდის და მიდის ყოველი...Опубликовано Lana Pharvana Суббота, 28 января 2023 г.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა