ბებიის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულის ადვოკატი პირველ კომენტარს აკეთებს
ბებიის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცის ადვოკატი, არჩილ ბერიძე პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც არჩილ ბერიძე "კურიერთან“ ჰყვება, მისი დაცვის ქვეშ მყოფ 26 წლის ახალგაზრდას აღმკვეთი ღონისძიება უკვე შეუფარდეს და მას გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავება.
ადვოკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს და არც იმას აკონკრეტებს, აღიარებს თუ არა ბრალდებული დანაშაულს.
"გიდასტურებთ, რომ აღნიშნული ბრალდება წარდგენილი აქვს. [დანაშაულის აღიარებასთან] დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, მე ვერ გაგცემთ პასუხს, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე," - აცხადებს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები გაავრცელა, რომელშიც ასახულია სავარაუდოდ მკვლელობის შეკვეთის პროცესი. მამაკაცი საკუთარი ბებიის მკვლელობისთვის 150 ათას დოლარს იხდიდა.
ბებია "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" რექტორი, 72 წლის ვალენტინა საყვარელიძე იყო.