თეგებით ძიება

რუისთან მომხდარი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ რუსის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია.

,,ტვ მონიტორინგის ინფორმაციით" მძიმე ავარიას 22 წლის ბიჭი, თენგო ლუკაშვილი ემსხვერპლა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავიდან იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წლების განმავლობაში ემიგრაციაში იყო და სწორედ საზღვარგარეთიდაან დაბრუნების შემდეგ, ნაყიდი ავტომობილით მოძრაობდა.

ცნობისთვის, მძიმე ტრაგედია სოფელ რუისთან 28 იანვარს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, სადაც ორი ადამიანი იჯდა, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, შედეგად კი ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა