თეგებით ძიება

„გამარტივდება ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზირება და გაყიდვა“ - რას წერს ნიკოლოზ ლოლაძე?

ანალიტიკოსი, ნიკოლოზ ლოლაძე ირანის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს ეხმაურება და წერს.

„იერუსალიმში ტერაქტების საპასუხოდ ისრაელმა განახორციელა დარტყმა ირანის სამხედრო ობიექტებზე. ბოლო ინფორმაციით (როგორც ტელეგრამის არხებზე წერენ) დრონებით დაიბომბა (ვიდეო კომენტარებში):
- დრონების შეიარაღების ქარხანა ისპაანში
- სამანქანო ზეთის ქარხანა აზარშაჰრში
ირანის ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით მხოლოდ ისპაანის ქარხანაზე დარტყმას ადასტურებენ, თუმცა - ესეც წარუმატებელი იყოო.
პრემიერმა ნეტანიაჰუმ გამოაცხადა პოლიციური და სამხედრო ძალების მნიშვნელოვნად გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ.
ასევე, გამარტივდება ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზირება და გაყიდვა - რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ისრაელში იარაღის მქონე სამოქალაქო პირთა რიცხვს“, - წერს ლოლაძე.

???????? ???????? იერუსალიმში ტერაქტების საპასუხოდ ისრაელმა განახორციელა დარტყმა ირანის სამხედრო ობიექტებზე. ბოლო ინფორმაციით...Опубликовано Nikoloz Loladze Суббота, 28 января 2023 г.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა