ავტომობილი გზიდან გადავიდა და საცხოვრებელ სახლში შევარდა - არიან დაშავებულები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი სახლში შევარდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.