თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში 36 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რმა, გი­ორ­გი პა­ტა­რა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში ამ დრო­ის­თვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 36 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო.

"არ­ჩევ­ნებ­ში 36 000-ზე მეტ­მა ამომ­რჩე­ველ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. არ­ჩევ­ნე­ბი გრძელ­დე­ბა და ხვალ დით 10:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა. გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი იყო, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და SMS დაგ­ვი­ა­ნე­ბით მის­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ან არ მის­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­თა­ნაც და­კავ­ში­რე­ბით ჩვენს პარტნი­ო­რებს ამე­რი­კა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით და დღეს დღის ბო­ლომ­დე გა­მოს­წორ­დე­ბა. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც არ მი­უ­ვი­დათ SMS-ი აბ­სო­ლუ­ტად ყვე­ლას მი­უ­ვა ვე­რი­ფი­კა­ცი­ის კოდი, ისი­ნი გა­ივ­ლი­ან პრო­ცე­დუ­რას და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ. მინ­და ასე­ვე, ჩვენს ამომ­რჩევ­ლებს ვთხო­ვო, რომ ეს ვე­რი­ფი­კა­ცი­ის კოდი, რო­მე­ლიც მათ მი­უ­ვათ, არა­ვის გა­დას­ცენ, რად­გან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არ იყოს სხვა პი­როვ­ნე­ბის მი­მართ, რო­მე­ლი­მე კან­დი­და­ტის მიერ. რა­ო­დე­ნო­ბას ზუს­ტად ვერ და­გი­დას­ტუ­რებთ, მაგ­რამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არის, რო­მელ­მაც ეს ვე­რი­ფი­კა­ცი­ის კოდი ვერ მი­ი­ღო, მაგ­რამ დღეს დღის ბო­ლომ­დე ყვე­ლა­ნი ვე­რი­ფი­კა­ცი­ის კოდს მი­ი­ღე­ბენ. ასე­ვე, მო­ვუ­წო­დებ ამომ­რჩე­ველს, რომ მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არის ფა­რუ­ლი, ვე­რა­ვინ ვე­რა­სო­დეს ვერ გა­ი­გებს, რო­მელ კან­დი­დატს და­უ­ჭი­რეს მხა­რი. ვერ­ცერ­თი კან­დი­და­ტი, მით უმე­ტეს მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და კან­დი­და­ტე­ბი, ვე­რა­ვინ ვერ ხე­დავს ამომ­რჩევ­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ არ­ჩე­ვანს იმი­ტომ, რომ ეს არის ფა­რუ­ლი. სა­უ­ბა­რი, რომ ვი­ღა­ცა რა­ღა­ცა პრო­ცენტს იღებს არის უბ­რა­ლოდ ტყუ­ი­ლი“,- გა­ნა­ცხა­და პა­ტა­რა­ი­ამ.

ამას­თან, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჰა­კე­რულ თავ­დას­ხმე­ბის შე­სა­ხებ, მისი გან­მარ­ტე­ბით "ამომ­რჩე­ველ­თა და მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი იყო და ამან გარ­კვე­უ­ლი ტრე­ფი­კი შექ­მნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­და და გავ­ლე­ნას პრო­ცეს­ზე ვერ ახ­დენს.“

"რაც შე­ე­ხე­ბა ჰა­კე­რულ თავ­დას­ხმა­ზე სა­უ­ბარს, არ ვიცი ეს რამ­დე­ნად ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმაა, პრობ­ლე­მა იყო გარ­კვე­ულ რა­ი­ო­ნებ­ში, რომ ამომ­რჩე­ველ­თა და მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი იყო და ამან გარ­კვე­უ­ლი ტრე­ფი­კი შექ­მნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­და და არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას პრო­ცეს­ზე ვერ ახ­დენს.

ასე­ვე, მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო გუ­შინ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა თით­ქოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ცხე­ლი ხაზი, ეს არ გახ­ლავთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ცხე­ლი ხაზი. ეს არის ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის და მისი შტა­ბის ცხე­ლი ხაზი, ფიქ­სირ­დე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, ის პრო­ცე­სე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ურე­კა­ვენ, რომ ვე­რი­ფი­კა­ცი­ას ვერ გა­დი­ან და ამ ცხელ ხაზე აძ­ლე­ვენ ინ­სტრუქ­ცი­ას, რომ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს ხმა მის­ცენ. ეს სამ­წუ­ხა­როა და ამომ­რჩე­ველ­ზე მა­ნი­პუ­ლა­ცი­აა“, - აღ­ნიშ­ნა პა­ტა­რა­ი­ამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა