თეგებით ძიება

სა­უ­ბა­რია დი­დძალ ქო­ნე­ბა­ზე, რო­მელ­საც ბე­ბია შვი­ლიშ­ვილს მემ­კვიდ­რე­ო­ბით არ უტო­ვებ­და - შემზარავი საქმის ახალი დეტალები

თბილისში, შვილიშვილის მიერ მატერიალური მიზნების გამო ბებიის მკვლელობის მცდელობის სამქზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ბებია შვილიშვილს, შსს-ს ყოფილ თანამშრომელს, ალექსანდრე საყვარელიძეს მემკვიდრეობით ქონებას არ უტოვებდა.

გამოცემის ცნობითვე, შვი­ლიშ­ვი­ლის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლი სა­მიზ­ნე ობი­ექტს ვა­კე­ში, "აქ­სი­სის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უთ­ვალ­თვა­ლებ­და (სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას).

რო­გორც წყა­რო ყვება, სა­უ­ბა­რია დი­დძალ ქო­ნე­ბა­ზე, რო­მელ­საც ბე­ბია შვი­ლიშ­ვილს მემ­კვიდ­რე­ო­ბით არ უტო­ვებ­და, მან კი ამ გზით სცა­და მისი ხელ­ში ჩაგ­დე­ბა. რო­გორც წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, ბეწ­ვზე გა­დარ­ჩე­ნი­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი ვა­ლენ­ტი­ნა საყ­ვა­რე­ლი­ძეა.

გამოძიების ინფორმაციით, ბებიის მკვლელობისთვის 25 წლის შვილიშვილი 150 ათასი დოლარის გადახდას გეგმავდა.

შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით 25 წლის ახალგაზრდა უკვე დაკავებულია და მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა