თეგებით ძიება

"სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს, საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო..." - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სოფიო კენჭიაშვილის ბრალდებას ეხმაურება, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

"მხოლოდ ფაქტები - სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკავშირო მეთქი. მომცა ნომერი, დავურეკე და ვახარე. მასაც გაუხარდა. საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი. ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა. სალომეს სტიპენდია დაერიცხა 17 მარტს (უკან დაგვიბრუნა გუშინ).

ამ ხნის მანძილზე მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი ამ ამბის გამო.

გუშინ სალომეს და წერს იმას, რასაც წერს -  წაიკითხავდით ცხადია.

არცერთ მედიას არ მივცემ კომენტარს, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობს, რომ სტიპენდიატის წინააღმდეგ მალაპარაკოს - სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს.

ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს", - წერს კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 7-9 მარტს გამართული აქციების დროს „წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს გიორგი კეკელიძის სტიპენდიაზე. მიზეზი მისმა დამ განმარტა. სოფია კენჭიაშვილი მწერალ გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა