"ფრაზამ "მხოლოდ ფორმალურად იყო მამა" მომსპო... თეა აბაშმაძე, როგორი კარგი შვილები გყავს" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე შალვა რამიშვილის ყოფილ მეუღლეს
ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ტელეწამყვან, შალვა რამიშვილის ყოფილ ცოლს მიმართავს და კარგი შვილების გაზრდას უქებს.
"არ ვაკოპირებ. არ განვსჯი ადრესატს.
მაგრამ ფრაზამ "მხოლოდ ფორმალურად იყო მამა" მომსპო..
ეს ვინც არ იცის რა ტკივილია, ტყუილად არ გაიკვანძოთ .
თეა აბაშმაძე, აფერუმ შენს გამძლეობას!ასეთ ლამაზ გოგოს, საინტერესოს, როგორი კარგი შვილები გყავს..
ამას გაბედვა ხომ უნდოდა ...."-, - წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
შეგახსენებთ, რომ შალვა რამიშვილის შვილებმა და ყოფილმა ცოლმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც რამიშვილის ქმედება დაგმეს და იმ ქალებს გამოუცხადეს თნადგომა, რომლებიც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.