თეგებით ძიება

"ძალადობის გამპრავებლებს და ბელადების მონებს არასოდეს არაფერი ეშველებათ!... ამიტომაც შეუძლიათ "შავი ტილო " უწოდონ სამგლოვიარო დროშას" - ლელა გაფრინდაშვილი

უფლებადამცველი, ლელა გაფრინდაშვილი პროფესორ, ნოდარ ლადარიას პოსტს ეხმაურება, რომელიც 9 აპრილის სიმბოლო ქალს, ნანა მახარაძეს და დროშას ეხება.

"ნოდარ ლადარიას დაუწერია: პრეზიდენტის მიერ დაჯილდიებულ ნანა მახარაძეს ფოტოზე საქართველოს დროშა კი არა , არამედ  შავი ტილო უჭირავსო. გაქანებულ მანქანაში კი არ ზის, არამედ - გაჩერებულშიო.

იური მეჩითოვის 1989 წლის 9 აპრილს გადაღებული ფოტოს გენიალობა იმაშია სწორედ, რომ ნანას სამგლოვიარო დროშა მოქალაქეთა უმრავლესობამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშად აღიქვა. 

ნანა მახარაძე თავის ინტერვიუებში საუბრობს ამაზე და რაც მთავარია -  საუბრობს მის განცდებზე, 9 აპრილის მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიაში.

ძალადობის გამპრავებლებს და ბელადების მონებს არასოდეს არაფერი ეშველებათ! მათ არ აქვთ ადამიანური ყოფიერებისთვის საჭირო ფუნდამენტური უნარი - მეორე ადამიანის დანახვა, მოსმენა და განცდა! ამიტომაც შეუძლიათ "შავი ტილო " უწოდონ სამგლოვიარო დროშა.

სირცხვილია და სამარცხვინოა!", - წერს გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროფესორმა, ნოდარ ლადარიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალის, ნანა მახარაძის ღირსების მედლით დაჯილდოებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ მას სამგლოვიარო შავი ტილო უკავია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა