თეგებით ძიება

ავტომობილის საყიდლად ჩასული კაცი გაძარცვეს, 40 წლამდე კაცს ათასობით ევრო გასტაცეს - რა მოხდა რუსთავში?

რუსთავში ავტომობილის საყიდლად ჩამსული უცხო ქვეყნის მოქალაქე გაძარცვეს. 40 წლამდე ასაკის კაცს ათასობით ევრო წაართვეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით,  კაცი, რომელსაც ავტომობილის ყიდვა უნდოდა, დასახმარებლად თავისივე ქვეყნის მოქალაქეს, 25 წლამდე ასაკის კაცს დაუკავშირდა.

ახალგაზრდა კაცმა 40 წლამდე კაცი ავტომობილით დავით გარეჯის ქუჩაზე მიიყვანა, სადაც მოტყუებით ავტომობილიდან ჩამოსვა და ფულთან ერთად ადგილიდან გაქცევა სცადა.

გაქცევის დროს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, რა დროსაც ადგილზე სამართალდამცავები გამოცხადდნენ და მამაკაცი დააკავეს.

ბრალდებულს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მადონა მაისურაძის გადაწყვეტილებით, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მგზავრს 100 000 ევრო გასტაცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა