თეგებით ძიება

"ის, რაც ახლა ხდება "ალტ-ინფოს" ახალი კანონით, არის ევროპული არჩევნისთვის კიდევ ერთხელ ძირის გამოთხრა. მორიგი საბოტაჟი" - ზურა ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე "ალტ-ინფოს" მიერ პარლამენტში  კანონპროექტის ინიცირებას ეხმაურება და მას ევროპული არჩევნისთვის ძირის გამოთხრად აფასებს.

"რუსული კანონის უკან წაღების შემდეგ ვამბობ რომ ესენი კიდევ გააკეთებენ რამეს, რაც შეუძლებელს გახდის ევროკავშირისთვის ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემას

ივანიშვილის მიზანია ერთი მხრივ პროევროპულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილის დაშტერება რომ თითქოს ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად, ხოლო მეორე მხრივ ამ პროცესისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა, რათა თავის სამართლებელი ჰქონდეს კრემლთან სტატუსზე გეოპოლიტიკური მიზეზებით დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში - ყველანაირად შევეცადე ჩაგდება, მაგრამ რა ვქნა, მაინც მოგვცეს.

ის რაც ახლა ხდება ალტ-ინფოს ახალი კანონით (თუნდაც ინჯიას დაარეგისტრირებინონ ხელახლა), არის სწორედ ეს - სტატუსის მიღებისთვის და ზოგადად ევროპული არჩევნისთვის კიდევ ერთხელ ძირის გამოთხრა. მორიგი საბოტაჟი.

ეს კანონი არის მიმართული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და საფუძველს შექმნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლი აქტივისტების (გინდა პარტიული, გინდა უპარტიო) რეპრესიებისთვის.

დაგვიჭერენ ყველას ვინც გავაპროტესტებთ ნებისმიერ რამეს რაც ამ ქვეყანას აბრუნებს რუსეთში.

ეს არის დიდი ნაბიჯი რუსეთიზაციისკენ. იგივე მიზნის უფრო სწრაფად მიღწევა, რასაც ვერ მიაღწიეს წინა რუსული კანონით.

ანუ, უარესია ვიდრე მათი წინა მცდელობა.

ესენი არიან რუსები.

იქცევიან როგორც რუსები.

გვექცევიან როგორც რუსები.

ამათმა უნდა გააჯვან", - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, "ალტ-ინფოს" მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად: 

აკრძალული იქნება ნებისმიერი შეკრება ან მანიფესტაცია, თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას ემსახურება, ან რწმენას ეწინააღმდეგება;

აკრძალული იქნება ნებისმიერი შეკრება ან მანიფესტაცია, თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის 'ომის ან ძალადობის პროპაგანდას' ემსახურება (უკრაინის მხარდამჭერი ნებისმიერი აქცია ალბათ ამაში გავა);

ნებისმიერი დამრღვევი დაჯარიმდება 3000 ლარამდე ან 25 დღემდე პატიმრობით, ხოლო განმეორებით დამრღვევი დაექვემდებარება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა