თეგებით ძიება
05. 06. 2023 ვიდეო

"რუსი თანამშრომლების აყვანა როცა დაიწყეს სამსახურში, ისე მოხდა, რომ ჩვენი დაკნინება დაიწყო და მათ უფრო პრივილეგიები მიანიჭეს" - რას ამბობენ რესტორან "რეტროს" თანამშრობლები? (ვიდეო)

ბათუმში, რესტორან "რეტროში", რომლის მფლობელი მიმტანზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ. უწყება შეისწავლის დაირღვა თუ არა შრომის უფლებები.

4 ივნისს სოციალურ ქსელში რესტორნის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ რესტორნის მფლობელი თანამშრომელზე ფიზიკურად ძალადობდა.

როგორც რესტორნის თანამშრომლები ყვებიან, შემთხვევა თათბირის დროს მოხდა.

"გუშინდელი ვიდეოს გადაღებისას მე არ ვიყავი კრებაზე, თებერვალში დავტოვე თითქმის იგივე მიზეზის გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, პიკის საათში, როცა რესტორანი სავსეა, დგას ადამიანი, ჩემი დამსაქმებელი და მიყვირის, მაყენებს შეურაცხყოფას", - თქვა რესტორნის ყოფილმა თანამშრომელმა.

როგორც თანამშრომლები ყვებიან, დაპირისპირება რესტორნის პერსონალსა და მფლობელს შორის ობიექტზე რუსების დასაქმებას მოყვა. მათი თქმით, რუსი თანამშრომლები პრივილეგიებით სარგებლობდნენ.

"რუსი თანამშრომლების აყვანა როცა დაიწყეს სამსახურში, ისე მოხდა, რომ ჩვენი დაკნინება დაიწყო და მათ უფრო პრივილეგიები მიანიჭეს, არ ვიცი საიდან გამომდინარე, მაგრამ ასე ხდებოდა. პირველი ადამიანი, ვინც ამ თათბირზე ხმა ამოიღო მე ვიყავი, ბატონმა თემურმა არ მაცადა საუბარი. ბოლოს თქვა, რომ ვისაც არ მოსწონს, დატოვოს აქაურობაო, ავდექი და წამოვედი", - თქვა რესტორნის თანამშრომელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა