თეგებით ძიება
05. 06. 2023 ვიდეო

"თავმოყვარე ადამიანი, ამ კანტორაში არასდროს არ შევა საჭმელად" - მერსი სულხანიშვილი რესტორან "რეტროზე"

ჟურნალისტი, მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და "რეტროში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

"თავმოყვარე ადამიანი ამ კანტორაში არასდროს არ შევა საჭმელად “რეტროა” თუ რაღაც სირცხვილი. მართალია, ამ ვიდეოში წინა პირობა არ ჩანს, რას მოყვა ამბავი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, გავეშებული “მეპატრონე”, რომელიც თავს ესხმის ადამიანს, რომელსაც განსხვავებული პოზიცია გააჩნია. როდის უნდა ვისწავლოთ განსხვავებული პოზიციის მოსმენა ცემა-ტყეპის გარეშე. დამნაშავე უნდა დაისაჯოს“, - წერს მერსი სულხანიშვილი. 

შეგახსენებთ, რესტორან "რეტროს" ყოფილმა მენეჯერმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, "რეტროს" მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.

მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.

მფლობელი მიმტანზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა