თეგებით ძიება

„ჯარიმა ”ნაგვის” გადაგდებაზე! ნაგავი იცით რა იყო?! პური რომელიც რიკოთზე ძაღლს გადავუგდეთ!!“ - რას წერს თამაზ ელიზბარაშვილი?

ბიზნესმენი, ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე, თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ძაღლისთვის გადაგდებული პურის ნატეხის გულისთვის 80 ლარით დააჯარიმეს.

„დიდი მადლობა პატრულს! ჯარიმა ”ნაგვის” გადაგდებაზე! ნაგავი იცით რა იყო?! პური რომელიც რიკოთზე ძაღლს გადავუგდეთ!! არანაირმა თხოვნამ და ახსნამ არ გაჭრა!! სახელმწიფოს გასაკეთებელს რომ ხალხი აკეთებს და ამაზე კიდევ გაჯარიმებენ… სირცხვილია ეს საქციელი ნამდვილად შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia“, - წერს ელიზბარაშვილი და ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა