ზვიგენს, რომელმაც რუსი ტურისტი შეჭამა, ეგვიპტეში მუმიფიცირებას ჩაუტარებენ და მუზეუმში გამოფენენ
ზვიგენს, რომელმაც რუსი ტურისტი შეჭამა, ეგვიპტეში მუმიფიცირებას ჩაუტარებენ და მუზეუმში გამოფენენ, - ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ზვიგენი 23 წლის რუს მამაკაცს, ვლადიმერ პოპოვს თავს 9 ივნისს ზღვაში დაესხა და მოკლა. ტრაგედიის ვიდეო სოციალურ მედიაში გავრცელდა. მოგვიანებით ზვიგენი დაიჭირეს, მამაკაცის სხეულის ნაწილები კი მისი გაკვეთის შემდეგ ცხოველის მუცლიდან ამოიღეს.