თეგებით ძიება

"გვანცა ინვალიდია. სხეულის 80% მთლიანად დამწვარი აქვს... ბენზინი გადაესხა ღუმელთან და მისი ძმა ხელებში დაეწვა, რომელიც იქვე გარდაიცვალა" - ვინ არის გოგო, რომელიც უფრსმა სამსახურში სცემა?

სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს გოგოზე, რომელსაც სამსახურში უფროსმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც სინჯიკაშვილი წერს, რამდენიმე წლის წინ, გვანცას პირადი ტრაგედია გადახდა და ის შშმ პირია.

"ალბათ ბევრმა ნახეთ ეს ვიდეო და აუცილებლად ყველამ უნდა ნახოთ.

 ამ ბებერმა ახ@არმა, სამსახურში, ყველას თვალწინ სცემა გოგო, ჩემი დის მეგობარი და  დისშვილის ნათლია, რომელსაც ავალებდა ნაგვის მოწმენდას და ეძახის მახინჯს, მათხოვარს და ვის ეძახის, ამას ახლავე გეტყვით!

გვანცა ინვალიდია. სხეულის 80%  მთლიანად დამწვარი აქვს და ერთ ხელს თითქმის ვერ იყენებს. დამწვარი აქვს მთლიანი სხეული, სახე და ხელები. 

რამდენიმე წლის წინ, ბენზინი გადაესხა ღუმელთან და მისი წლინახევრის ძმა ხელებში დაეწვა, რომელიც იქვე გარდაიცვალა. დედას რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და იმის შემდეგ ცდილობს ოჯახი გადარჩენას .

ამხელა ტრაგედიის მიუხედავად, ძნელად ნახავთ გვანცასნაირ წესიერ და მოწესრიგებულ ადამიანს. პასუხუსმგებლობით და სიკეთით სავსეს.

ამ ღორისშვილმა კიდევ მახინჯი მათხოვარი ეძახა და ყველას თვალწინ შვილიშვილის ტოლ გოგოს თავში ცემა დაუწყო.

ამ გაქსუებულს თუ ჰგონია,  გვანცას  გარეგნობის და სტატუსის გამო, მისი მონად ქცევა და ცხოველივით ცემა ასე უბრალოდ შერჩება, მაგასაც ვნახავთ! რაც შესაძლებელია, საერთოდ ყველაფერს ვეცდებით!

მანამდე კი გვანცას დახმარება და სამსახური სჭირდება. არ ეზარება არაფერი, რის გაკეთებასაც მისი ფიზიკური მდგომარეობა აძლევს. არის ყოჩაღი და გონებანათელი. სჭირდება ადამიანური ხელფასი და ცოტა ფული, თავისი ოჯახისთვის. განვიხილავთ ყველა შემოთავაზებას - 558181218.

 ამის ასე დაჩაგვრას კიდევ, ცოცხალი თავით დედამიწაზე არავის შევარჩენთ!!!!!!!!!!

მოგვეხმარეთ, ვისაც რითი შეგიძლიათ.

დანარჩენს კი საერთოდ ყველაფერს პირადად მივხედავ!!", - წერს სინჯიკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბა REZON-ის დირექტორმა, რეზო რაზმაძემ ერთ-ერთ თანამშრომელზე ფიზიკურად იძალადა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა