ვინ არიან ადამიანები, რომლებიც თსუ-ში დღეს ახალგაზრდებს თავს დაესხნენ? (ვიდეო)
დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სტუდენტებს, რომლებიც ირაკლი კობახიძე რუსული რუბლებით და საპროტესტო ბანერებით დახვდნენ "ოცნების" თავმჯდომარის ლექციიდან გამოსული სტუდენტები თავს დაესხნენ.
თავდამსხმელები, ქართული ოცნების" მხარდამჭერები - საბა გიორგაძე და ლადო პატარიძე არიან, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა დროს, არაერთხელ არიან მხილებულები მსგავს ფაქტებში. მათ შორის მაშინ, როდესაც სამოქალაქო აქტივისტები თსუ-ში "შინ ევროპისკენ" აქციის დროს ბანერებს არიგებდნენ.
ცნობისთვის, თსუ-ში დილით მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული სტუდენტი, ლუკა შველიძე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას პალატაში შეიარაღებული პირი შეუვარდა.