"ღამის 1 საათზე ჩაუტარდა რთული ოპერაცია, ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული“ - თამაზ ელიზბარაშვილი შვილის ჯანმრთელობაზე (ვიდეო)
14 ნოემბერს, თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ, თამაზ ელიზბარაშვილის შვილი გურამ ელიზბარაშვილი დააკავა.
თამაზ ელიზბარაშვილი მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ როგორც ცხოველთა უფლებადამცველი ბოლომდე დაიცავს „ჰიპოს“ უფლებებს.
"ეს არის ჩემი შვილის, გურამ ელიზბარაშვილის ოჯახის ოთხფეხა წევრი. სწორედ აი, ამ საყვარელი არსების უფლებები დაიცვა ჩემმა შვილმა მოძალადე ადამიანისაგან, რომელიც მოითხოვდა ძაღლის ამ ტერიტორიიდან გაყვანას.
თურმე არ სიამოვნებდა ეს ძაღლი აქ რომ სეირნობდა. იმდენად აგრესიული იყო ყაზახი ეროვნების პიროვნება ძაღლის მიმართ. ფეხი მოუქნია ძაღლს, დაუწყო გინება, რასაც მოჰყვა შეხლა-შემოხლა, ჩხუბი და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. დაჭრილია ჩემი შვილიც და ყაზახიც. ჰიპო შეშინებულია.
მე, როგორც ცხოველთა უფლებების დამცველი, ბოლომდე დავიცავ ჰიპოს უფლებებს. მას აქვს უფლება ისეირნოს ნებისმიერ სკვერში, არ სჭირდება არც ალიკაპი, არც საბელი.
როცა ჩემს ქვეყანაში გინდა ქართველი, გინდა უცხოელი პრეტენზიას გამოთქვამს ამ დეკორატიული ჯიშის ძაღლის მისამართით, თუ რატომ დადიან ქუჩაში, მაშინ ასეთ ადამიანს სჭირდება ალიკაპი და საბელი“, – აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.