„ვისაც გინდათ პატივი სცეთ, მოგცემთ მისამართს, მიაკითხეთ და ახალი წელი მიულოცეთ, ენებს ნუ იფხანთ აქ“ - ნინო ჯღარკავა
ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა მსახიობ გრიშა წიტაიშვილთან დაკავშირებით მის მიერ გავცრელებულ პოსტთან დაკავშირებით განმარტებას აქვეყნებს და წერს:
„ამ ხალხს რომ წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვს ეს ცალკე უბედურებაა ,სააგენტოებს ჩემი პოსტები რომ მიაქვთ და სათავისოთ აკეთებენ ინტერპეტაციას ეს ცალკე ჭირია ,დიდი რეზონანსი გამოიწვია ჩემმა ვიდეომ მსახიობ გრიგოლ წიტაიშვილზე,მლანძღავენ პოსტებზე არ ყოლია არასდროს ცოლ-შვილი და რატომ იგონებოო ,ახლა კარგად მომისმინეთ კლავიატურის ვირთხებო, ,ბატონი გრიშა მოხუცთა თავშესაფარში არ ცხოვრობს,ცხოვრობს დიღმის მასივში ,ახმეტელის ქუჩზე კინოსტუდიის წინ ,ერთოთახიან ბინაში , მარტო და ცუდ პირობებში ,გული დამეწვა და ეს გამოვახატე ,შვილი კი ნამდვილად ყავს და ამისთვის ოფიციალურად ცოლის ყოლა არაა საჭირო , მას აქვს გვარი მამის წიტაიშვილი ,მუშაობდა ჩემთან 1 არხზე და გვახსოვს ყველას როგორ აკითხავდა ბატონი გრიშა ,პატრონობდა და ეს გოგო ამაყობდა რომ მამა იყო ,მერე რა მოხდა არავინ ვიცით,ფაქტი ისაა რომ დღეს დიდუბის გამგეობა ეხმარება და პატივს სცემს ,უყურადღებოდ არ ტოვებენ და თქვენ ვისაც გინდათ პატივი სცეთ ,მოგცემთ მისამართს და მიაკითხეთ,ენებს ნუ იფხანთ აქ ,მიაკითხეთ და მიულოცეთ ახალი წელი ,მე ეს გავაკეთე უკვე!“