„ახალგაზრდებს უნდა გავაგებინოთ, რომ მარიხუანა უბედურების კარიბჭეა და აქედან უფრო მრავალფეროვანი ნარკოტიკებისადმი ლტოლვა იწყება“ - ნარკოლოგი
„ხშირად უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს, უნდა გავაგებინოთ, რომ მარიხუანა უბედურების კარიბჭეა და აქედან უფრო მრავალფეროვანი ნარკოტიკებისადმი ლტოლვა იწყება“, - ამის შესახებ TIA.GE-სთან ინტერვიუში, ფსიქიატრმა და ნარკოლოგმა, ზაზა გუნცაძემ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ უნდა აიკრძალოს მარიხუანის ასეთ ხელმისაწვდომობა და სასჯელი უნდა გამკაცრდეს. რა თქმა უნდა, პროპაგანდაც არ შეიძლება. ყველა უნდა დაირაზმოს, სკოლაც, ეკლესიაც, საზოგადოებაც. ხშირად უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს, უნდა გავაგებინოთ, რომ მარიხუანა უბედურების კარიბჭეა და აქედან უფრო მრავალფეროვანი ნარკოტიკებისადმი ლტოლვა იწყება. მერე რა, ბალახიაო ვინც ამბობს, იმან არ იცის, ეს ბალახი რამდენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ცნობიერების მოშლას და ფსიქიკის დარღვევას იწვევს. ამაზე ყველამ ხმა უნდა ამოიღოს. ისედაც მცირე ერი ვართ და ახალგაზრდები გვეღუპება!“ - ამბობს გუნცაძე.