თეგებით ძიება

„აივანზე დაშენებული ჩამოინგრა და ვეღარ გამოასწრეს“ – რას ჰყვებიან უდეში გარდაცვლილების ახლობლები

სოფელ უდეში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ორი მამაკაცი საცხოვრებელი სახლის აივანზე მიშენებული ოთახის გამაგრებითი სამუშაოების დროს დაიღუპა

„აივანზე აბაზანა, თუ სამზარეულო ჰქონდათ ამოშენებული, ზუსტად არ ვიცი. კედლის ერთი კუთხე ცოტა ჩაწეულა, უნდოდათ გაესწორებინათ, ქვემოდან "დანგრატი " შეუყუდებიათ და წევდნენ მაღლა, ამ დროს უცებ ჩამოინგრა. ვერცერთმა ვერ მოასწრო გასვლა, ნანგრევში მოჰყვნენ. მამიდაშვილ-ბიძაშვილები იყვნენ“,– გვიყვება ოჯახის ახლობელი.

მისივე თქმით, მომხდარის დროს დაშავდა ერთ–ერთი გარდაცვლილის დედაც.

„ გ.მ–ს დედაც იქვე იყო, რომელსაც ასხლეტილი კაფელი მოხვდა სავარაუდოდ შუბლთან, ახლა კარგადაა“,– ამბობს იგი.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში  გადაიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ჭრილობა დაუმუშავეს და კლინიკიდან გაწერეს.

ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 28 ივლისს დღის მეორე ნახევარში მოხდა.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ადგილზე ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული დახვდა.

მომხდართან დაკავშირებით შსს–მ გამოძიება სსკ–ს 240–ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს შესრულებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს) 

წყარო: სამხრეთის კარიბჭე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა