თეგებით ძიება

„გუშინდელი არჩევნები მოლდოვაში დიდი მარცხია რუსეთისთვის“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

უმაგრესი ამბები მოლდოვიდან!

მოლდოვაში გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნებში და ევროკავშირის რეფერენდუმში რუსები დამარცხდნენ მიუხედავად ასობით მილიონი დოლარისა, რომელიც დახარჯა პრორუსმა ოლიგარქმა, იქაურმა ივანიშვილმა ილონ შორმა, რეფერენდუმში ევროკავშირს შეერთებაზე. მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც პროევროპელებმა გაიმარჯვეს და ეს იმ პირობებში, რომ მოლდოვაში ჩვენგან განსხვავებით ძალიან ბევრია პრორუსი. 

ოლიგარქმა 300 ათასი ხმა იყიდა და კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ 50%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. ჩემი მეგობარი მაია სანდუც მეორე ტურის წინ ბევრად წინაა პრორუს კანდიდატზე.

გუშინდელი არჩევნები მოლდოვაში დიდი მარცხია რუსეთისთვის და პრორუსულმა ოლიგარქიულმა ოპოზიციამ უკვე გამოაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების და რეფერენდუმის შედეგებს.

ძალიან კარგი პრელუდიაა ჩვენი გადამწყვეტი არჩევნების წინ, რომლებშიც ჩვენი ოპოზიცია ბევრად უფრო კარგი საწყისი პოზიციებით შედის, ვიდრე ანტი-რუს სანდუს ჰქონდა მოლდოვის არჩევნებში.

აქ ისიც გადამწყვეტია, რომ მოლდოვაში მილიონ ხუთასი ათასი ამომრჩეველი იყო და ჩვენგან 2 მლნ-ზე მეტი აძლევს ხმას, ამდენს ვერ იყიდიან - წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა