ამერიკელებმა კი არ გადაგვარჩინეს, სწორედ ამერიკელებმა შეგიყვანეს 2008 წელს მაგ ომში - ქადაგიძე სააკაშვილს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმაურება და წერს, რომ 2008 წლის ომში საქართველო ამერიკამ შეიყვანა.
სააკაშვილს მინდა შევახსენო, ამ ნაძირალას, ამერიკელებმა კი არ გადაგვარჩინეს, ამერიკელებმა გვაომეს და სწორედ ამერიკელებმა შეგიყვანეს 2008 წელს მაგ ომში, მათი დავალებით გააკეთე ის რაც გააკეთე! ახლაც მიზანი იგივე აქვთ, ცდილობენ მოასწრონ, სანამ ადმინისტრაცია შეიცვლება. არაფერი გამოვა მაგ საქმიდან, საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, შენ კი სამშობლოს ღალატისთვის ციხეში იქნები ძალიან დიდხანს, ოღონდ ვივამედის პალატაში არა, ციხეში, სადაც შენი ადგილია! - წერს ზურაბ ქადაგიძე.