თეგებით ძიება

საბჭოთა საბინაო ფონდის გამოცანები - რატომ იდგა აბაზანა სტალინური სახლის სამზარეულოში?

ვისაც სტალინური ეპოქის სახლი უნახავს, ეცოდინება 1930-იანი წლების უცნაური არქიტექტურული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც აბაზანის სამზარეულოში დამონტაჟებას გულისხმობს. ჩვენ გიამბობთ რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. 

საბჭოთა მოქალაქეები სახლებს იმის მიხედვით ახარისხებდნენ  ქვეყნის რომელი ლიდერის დროს იყო აგებული. შესაბამისად, 1930-1950-იან წლებში აშენებულ სახლებს „სტალინკებად“ მოიხსენიებდნენ. ეს არის კლასიციზმის სტილში აგებული მყარი სახლი სქელი აგურის კედლებით, მაღალი ჭერით და გამორჩეული არქიტექტურით.

-2

ყველა „სტალინკა“ ერთნაირი არ იყო. ისინი კატეგორიებად იყოფოდნენ და ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ:

• ნომენკლატურული. ასეთ სახლებს ძირითადად, ქალაქის ცენტრში აშენებდნენ. ისინი დიდი ფართობით და ძვირადღირებული დეკორით გამოირჩეოდნენ და მათში საბჭოთა ელიტა (პარტიული მუშაკები, სამხედრო მაღალჩინოსნები, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, მეცნიერების წარმომადგენლები და ხელოვნების აღიარებული მოღვაწეები) ცხოვრობდა. სახლებს ჰქონდათ ნაგვის ბუნკერები, ცალ-ცალკე სველი წერტილები, ცხელი და ცივი წყალი. „სტალინკებში“ ყველაზე ცნობილი სტალინის ცათამბჯენებია.

• დირექტორის. ასეთი ბინები გაცილებით მოკრძალებული იყო, ვიდრე წინა კატეგორიის, თუმცა საწარმოების ხელმძღვანელები დიდი, ყოველმხრივ კეთილმოწყობილი ბინებით იყვნენ უზრუნველყოფილი. 

• რიგითი. ასეთი ბინას ახალგაზრდა მუშის ოჯახს გადასცემდნენ. სახლები სტანდარტული დიზაინის მიხედვით, ხშირად ქარხნების მახლობლად შენდებოდა. ასეთ სახლებში სართულზე ან რამდენიმე ოჯახზე ერთი საერთო აბაზანა იყო.

• დაბალსართულიანი. ეს ძირითადად, საერთო საცხოვრებლები და დერეფნული სისტემის კომუნალური ბინები იყო, სადაც 38 ოთახზე მხოლოდ ერთი საპირფარეშო მოდიოდა. აბაზანასა და ცხელ წყალზე საუბარი ზედმეტი იყო. ასეთი სახლების მცხოვრებლები საბანაოდ საზოგადოებრივ აბანოებში დადიოდნენ.

На фото изображена квартира не в СССР, а в Сент-Луисе с совмещенной кухней и ванной комнатой

იმ წლების არქიტექტურას ახლა "სტალინის ამპირს“ უწოდებენ. ეს არის უზარმაზარი შენობები კლასიციზმისა და გოთიკის ელემენტებით. ბეტონის ყუთს იმ პერიოდის დაბალსართულიანი, მასობრივი სახლებიც კი არ ჰგვანან. მათ რთული ფორმის სახურავი და ფართო სხვენი აქვთ, სახლის ფასადზე დეკორი მოჩანს, ხოლო ფანჯრები თაღოვანია. 1930-იან წლებში აგებულ სახლებში ჯერ კიდევ შეიძლება ღუმელები და ბუხრები ნახოთ.

ბინა აბაზანის გარეშე

სსრკ-ში ბინებს არ ყიდულობდნენ. სახელმწიფო მოსახლეობას ბინით საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უზრუნველყოფდა. ეს ყველასთვის მოსახერხებელი იყო - საბჭოთა მოქალაქე ტრანსპორტით მგზავრობაში დროს არ კარგავდა, საბავშვო ბაღები და სკოლებიც სახლიდან ფეხით სავალ მანძილზე ჰქონდა. იმასაც ყველა მშვიდად იღებდა, რომ საწარმოების ხელმძღვანელებს ვრცელ, კეთილმოწყობილ ბინებს აძლევდნენ,  სოფლიდან ახლახან ჩამოსულ, უბრალო მუშებს კი საერთო საცხოვრებელში ამწესებდნენ, სადაც ისეთი ფუფუნება, როგორიც აბაზანაა, არ იყო. 

აბაზანა სამზარეულოში

წლები გადიოდა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა იცვლებოდა და ცხოვრება თანდათან უმჯობესდებოდა. საკუთარ აბაზანაში ბანაობის სურვილი უაბაზანო ბინების მაცხოვრებლებსაც გაუჩნდათ და ჩათვალეს, რომ ამისთვის  „სტალინკების“ ფართო სამზარეულო მშვენვრად გამოდგებოდა. 

-6

რა თქმა უნდა, ამან უამრავი უხერხულობა შექმნა. სამზარეულო არის სივრცე, სადაც თითქმის ყოველთვის ვიღაც იმყოფება - ვიღაც საჭმელს ამზადებს, ვიღაც სადილობს ან მეგობრებთან ერთად ჩაის მიირთმევს და იქვე სხვა ადამიანი ჰიგიენურ პროცედურებს იტარებს. თუმცა, საკუთარი სააბაზანოს ქონის სურვილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ადამიანებმა ეს უხერხულობა დაძლიეს.. ძველისძველ „სტალინკებში“ სამზარეულოებში დადგმული აბაზანების ნახვა დღესაც შესაძლებელია, თუმცა ახლა ბაზარზე უამრავი მასალა იყიდება, რომელიც საშუალებას გაძლევთ სამზარეულოდან აბაზანა განაცალკევოთ. მშვენიერი არჩევანია საშხაპე კაბინა, რომელიც გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებს.

სხვა მხრივ, ბევრისთვის „სტალინკები“ მაინც „ხრუშოვკებზე“ უკეთესი არჩევანია - მათ ხომ დროებით კი არა, ხანგრძლივი სარგებლობისთვის აშენებდნენ.. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა