თეგებით ძიება

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდი შენდება

ივნისში ჩინეთი გახსნის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხიდს, რომელიც საინჟინრო საოცრება იქნება.

როგორც CNN-ი წერს, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ჰუაჯიანგის დიდი კანიონის ხიდის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება.

ის მდინარის დონიდან 625 მეტრის სიმაღლეზე იქნება, 280 მეტრით კიდევ უფრო მაღლა, ვიდრე ამჟამინდელი ყველაზე მაღალი ხიდი მსოფლიოში, რომელიც საფრანგეთში არსებობს.

ჩინეთს, გიუჟოუს რეგიონი ცნობილია რთული რელიეფით. ახალი ხიდი, რომელიც ასევე ცნობილია სახელით "დედამიწის ბზარი", ჰუაჯიანგ გრანდ კანიონს წრფივად კვეთს.

გამოცემის მიხედვით, სიახლე ერთდროულად ორ რეკორდს მოხსნის - ეს იქნება მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხიდი და კანიონის გადაკვეთის დროს ორი საათიდან ერთ წუთამდე შეამცირებს.

მთლიანობაში, ფოლადის ხიდის სიგრძე 2 890 მეტრია. მშენებლობა ოფიციალურად 2022 წლის 18 იანვარს დაიწყო და დასრულდება 2025 წლის 30 ივნისს.

მისი საერთო წონა დაახლოებით 22 000 ტონაა, რაც ეიფელის სამი კოშკს უდრის.

„ხიდის დასრულების მთლიანმა კოეფიციენტმა ახლა 95%-ს მიაღწია და ის ტრანსპორტისთვის გაიხსნება 2025 წლის მეორე ნახევარში“, -განუცხადა Guizhou Highway Group-ის მთავარმა ინჟინერმა ჟანგ შენგლინმა სახელმწიფო China Daily-ს.

ამჟამად, მსოფლიოს 100 ყველაზე მაღალი ხიდების თითქმის ნახევარი გუიჯოუში მდებარეობს.

წყარო: cnn.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა