თეგებით ძიება

მარტში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატმა 2025 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ სამ თვეში კი ზრდამ 9.3% შეადგინა.

საქსტატის თანახმად, საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 2025 წლის მარტში 14 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 10.8%-ით არის გაზრდილი.

"2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა