თეგებით ძიება

თბილისის მერია ორთაჭალჰესის ხიდის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას აპირებს

თბილისის მერია მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას აპირებს. სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის შესყიდვის მიზნით ტენდერი 1 მაისს გამოცხადდა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 831 208 ლარია.

საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 45 კალენდარული დღეა, სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა კი სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 90 კალენდარული დღე.

წინადადებების მიღება იწყება 17 მაისს და მთავრდება 22 მაისს.

ცნობისთვის, ორთაჭალჰესი მდინარე მტკვარზე 1950-იან წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 1954 წელს. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე ბუნებრივ მოდინებაზე. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 18.0 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 90.0 მლნ კვტ.სთ.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა