წვიმა, სეტყვა, ელჭექი - გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გვაფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს უმეტეს ქალაქში 4 მაისს მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი.
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:
გაგრა +18 - უმეტესად ღრუბლიანი
სოხუმი +17 - უმეტესად ღრუბლიანი
ზუგდიდი +19 - უმეტესად ღრუბლიანი
მესტია +14 - უმეტესად ღრუბლიანი
ფოთი +15 - უმეტესად ღრუბლიანი
ბათუმი +16 - უმეტესად ღრუბლიანი
ოზურგეთი +17 - უმეტესად ღრუბლიანი
ქუთაისი +21 - წვიმა
ამბროლაური +17 - უმეტესად ღრუბლიანი
ახალციხე +20 - წვიმა
ბორჯომი +16 - წვიმა
ბაკურიანი +14 - წვიმა
გორი +18 - უმეტესად ღრუბლიანი
ცხინვალი +17 - უმეტესად ღრუბლიანი
სტეფანწმინდა +10 - წვიმა
გუდაური +5 - წვიმა
თელავი +16 - წვიმა
რუსთავი +18 - წვიმა
თბილისი +17 - წვიმა