თეგებით ძიება

რომელ ქალაქში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი?

დღეს, მსოფლიოში 3,442 მილიარდერი ცხოვრობს, რაც ყველა დროის რეკორდია. ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, რაც გასაგებიცაა, რადგან ის მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, სადაც ერთ მხარეს ნიუ-იორკია, მეორე მხარეს კი — სილიკონის ველი. თუმცა ამერიკასთან ერთად, ბევრი მილიარდერი ასევე ცხოვრობს ჩინეთში — მსოფლიოს მეორე ეკონომიკაში, რომელიც კოლოსალური ტემპით ვითარდება.

1 — ნიუ-იორკი (აშშ)

მილიარდერები: 129

მშპ: $1.3 ტრლნ

მოსახლეობა: 8.5 მლნ

მშპ ერთ სულზე: $153,000

უმდიდრესი მილიარდერი: მაიკლ ბლუმბერგი

2 — ლონდონი (გაერთიანებული სამეფო)

მილიარდერები: 97

მშპ: $770 მლრდ

მოსახლეობა: 8.9 მლნ

მშპ ერთ სულზე: $86,000

უმდიდრესი მილიარდერი: გოპი ჰინდუჯა

3 — შანხაი (ჩინეთი)

მილიარდერები: 92

მშპ: $660 მლრდ

მოსახლეობა: 29.2 მლნ

მშპ ერთ სულზე: $22,500

უმდიდრესი მილიარდერი: კოლინ ჰუანგი

4 — პეკინი (ჩინეთი)

მილიარდერები: 91

მშპ: $672 მლრდ

მოსახლეობა: 21.8 მლნ

მშპ ერთ სულზე: $30,700

უმდიდრესი მილიარდერი: ჭანგ იმინგი

5 — მუმბაი (ინდოეთი)

მილიარდერები: 90

მშპ: $278 მლრდ

მოსახლეობა: 22.1 მლნ

მშპ ერთ სულზე: $12,500

უმდიდრესი მილიარდერი: მუკეშ ამბანი

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა