თეგებით ძიება

ხის სახლი - ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალის უპირატესობა და ნაკლი

ხე ბუნებრივი სამშენებლო მასალაა, რომელზეც მოთხოვნა ყოველთვის არსებობდა. ადამიანებმა ხისგან სახლების შენება საუკუნეების წინ დაიწყეს და დღემდე აგრძელებენ. უფრო მეტიც, ევროპაში ხის სახლების შენების ტენდენცია ყოველწლიურად იზრდება. ბოლო წლებში ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ხის მასალისგან დამზადებულ სახლებზე მოთხოვნა საქართველოშიც საკმაოდ გაიზარდა. ამის მიზეზი ხის სახლის რამდენიმე უპირატესობაა, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.

Деревянные дома: рубленные, из бруса, каркасные, какие лучше, стоимость  строительства. Проектирование коттеджей из дерева

1. ფსიქოლოგიური კომფორტი

ხე ბუნებრივი მასალაა, რომლის თვისებები ჩვენს ქვეცნობიერში დადებითად აღიქმება  – ხის ბუნებრივი მოხაზულობა შინაგანი სიმშვიდის განცდას ქმნის, ხის სუნი კი განწყობას აუმჯობესებს.

2. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები

ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანისთვის ხის სახლის სასარგებლო თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია. ხე არა მარტო აუმჯობესებს ოთახის მიკროკლიმატს, ბუნებრივი თვისებების წყალობით ის ჰაერის ოპტიმალურ ტენიანობას ინარჩუნებს. ცნობისთვის, აგურის ან ბეტონის კედლების შემთხვევაში მსგავსი შედეგის მისაღწევად დამატებითი მოწყობილობები დაგჭირდებათ.

ბევრმა არ იცის, რომ ხე ჰაერში არსებულ ტოქსიკურ ნივთიერებებს ანეიტრალებს  — თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

ალერგიული ადამიანებისთვის ხის კედლები იდეალურია, რადგან მტვერს თითქმის არ იზიდავს და შედეგად, ჰაერი გაცილებით სუფთაა.

Современные деревянные дома (111 фото) » НА ДАЧЕ ФОТО

3. ეკოლოგიურობა

ეკოლოგიური თვალსაზრისით, ხეს ვერც ერთი სამშენებლო მასალა კონკურენციას ვერ გაუწევს. ჯერ ერთი, მუდმივი განახლების წყალობით, ტყის გაჩეხვის გამო გარემოზე მიყენებული ზიანი მინიმალურია, მეორე — ხის გადამუშავების შემდეგ, ნარჩენები არ რჩება (ნახერხი სხვა სამშენებლო ან სარემონტო მასალების დასამზადებლად გამოიყენება) და რაც მთავარია, ხე ბუნებრივი მასალაა, რომელიც გარემოს დამუშავების შემდეგაც არ ავნებს.

4. მდგრადობა

ხის სახლის ერთ-ერთი უპირატესობა მდგრადობა და სეისმომედეგობაა. ხის მოქნილი შეერთებები გამძლეა და მიწის მცირე რხევებს კარგად უძლებს. იგივე პირობებში, ქვის ან აგურის კედლებს ხშირად ბზარები უჩნდება.

5. მცირე დრო

ხის სახლის მშენებლობის ტექნოლოგია დაფუძნებულია აწყობის სიმარტივეზე, ამიტომ ქვის ან აგურის შენობის აგებაზე  გაცილებით ნაკლებ დროს მოითხოვს. მაგალითად, თუ აგურის სახლის მშენებლობას რამდენიმე თვე სჭირდება, ხის სახლისთვის რამდენიმე კვირაც საკმარისია.

6. მიკროკლიმატი

ხე ჰიგროსკოპიული მასალაა ანუ ის თავად არეგულირებს ტენიანობას - საჭიროებისას გამოჰყოფს და ზედმეტს შთანთქავს. ამასთან, ხე თავისუფლად ატარებს ჟანგბადს და ორთქლს, რაც ჰაერის მუდმივ ცირკულაციას უზრუნველყოფს. შედეგად, თქვენი ხის სახლში თითქმის იდეალური მიკროკლიმატი შეიქმნება. ამასთან, თუ სახლი კედარის ან ანგარის ფიჭვის ხისგან ააშენეთ, უნდა იცოდეთ, რომ ეს ორი სახეობა ბუნებრივ ეთერზეთებს გამოჰყოფს, როლებიც მავნე მიკროორგანიზმებს ანადგურებენ.

7. ხის ენერგოეფექტურობა და თბოიზოლაცია

შესანიშნავი თბოიზოლაციის წყალობით ხის სახლები ზამთარში სითბოს ინარჩუნებენ, ხოლო ზაფხულში -სიგრილეს, რაც გათბობისა და გაგრილების ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ეს თვისება ხის ბოჭკოების შემადგენლობით აიხსნება – მათში უამრავი მიკროსკოპული „ჰაერის ჯიბეა“, რომელიც ბუნებრივ წინაღობას ქმნის და  სითბოს შეკავებაში გვეხმარება. ხეს ასევე მაღალი თბური ინერცია ახასიათებს, რაც შენობის შიგნით ტემპერატურის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

აგურსა და ბეტონს ასეთი თვისებები არ გააჩნიათ, რადგან მათი შემადგენლობა ბევრად უფრო მჭიდროა და „ჰაერის ჯიბეებს“ არ შეიცავს. 

8. მყუდროება

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მასალა აირჩიეთ, ხის სახლი ყოველთვის უფრო მყუდროა, ვიდრე აგურის ან ბეტონის შენობა.

Плюсы и минусы деревянных домов

ისევე როგორც ნებისმიერ სამშენებლო მასალას, გარკვეული ნაკლი ხის მასალასაც აქვს, მთავარია, წინასწარ იცოდეთ, რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეთ. 

1. ცეცხლსაშიში

ხის შენობების ერთ-ერთ მთავარ ნაკლად ხანძრის მაღალი რისკი ითვლება. მართალია, ამ პრობლემის შემცირება ხის სპეციალური, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით  შეიძლება, თუმცა სახლის ხანძრისგან სრულად დაცვა, სამწუხაროდ, შეუძლებელია.

2. მდგრადობა და გამძლეობა

ამ თვალსაზრისით, ქვას და აგურს მეტი უპირატესობა აქვს. დროთა განმავლობაში ხე ცვდება, სკდება და შეიძლება ლპობა დაიწყოს, შეკეთებას კი მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯი დასჭირდება.

3. სახლის „დაჯდომის“ პროცესი

„სახლის დაჯდომა“ არის სტრუქტურის დაწევის პროცესი ნიადაგის ჩაზნექის, საძირკვლის დატკეპნისა და ვერტიკალური ზომების შემცირების გამო. მშენებლობის შემდეგ ნებისმიერ ხის სახლს სჭირდება დრო, რომ „დაჯდეს“. ეს პროცესი სულ მცირე, ერთ წელს მოითხოვს. ამ ხნის  განმავლობაშიც ფინალური ან ხის შიდა სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება. გარდა ამისა, ხის კონსტრუქციას ბუნებრივი „დაჯდომა“ ექსპლუატაციის პროცესშიც ახასიათებს, რაც ასევე  გარკვეულ ცვლილებებს ითვალისწინებს. 

4. მაღალი ღირებულება

ხის ხარისხიანი სახლი მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს. თუ სამშენებლოდ იაფფასიან, დაბალი ხარისხის ხეს აირჩევთ, სამომავლოდ სხვადასხვა სახის პრობლემებს შეეჯახებით, რომლებიც დამატებით ხარჯებს უკავშირდება.

Самые красивые деревянные дома мира (70 фото) - красивые картинки и HD фото

ხის კარკასული სახლები ლურსმნების გარეშე

ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება ხის კარკასული სახლები, რომლებიც გაყოფილი მორებისგან, ლურსმნების გარეშე შენდება. ადრე ეს მეთოდი მხოლოდ ამერიკაში, ევროპასა და იაპონიაში იყო გავრცელებული, ახლა კი მას პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც წარმატებით იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ულურსმოდ, ნაჯახით გამოთლილი ხის მთლიანი ან გაპობილი მორებისგან აგებული ძელური სახლი - ჯარგვალი საქართველოს ტერიტორიაზე  III ათასწლეულიდან დასტურდება. ჯარგვალის კედლები ხის მაგარი ჯიშების კანგაცლილი ძელებისგან კეთდებოდა. ძელის ჩაჭრილ ბოლოებს ულურსმნოდ ერთმანეთში ჩასვამდნენ, ამიტომ კუთხეებში ეს ძელები 15-20 სმ-ით გამოწეული რჩებოდა. 

ფაცხა, ჯარგვალი და საჯალაბო სახლი - Travel in Georgia

ბარში ჯარგვალის საშენ მასალად ძირითადად, მუხას ან წაბლს იყენებდნენ, მთიან რაიონებში კი უმეტესად, წიწვოვანი  ფიჭვისა და ნაძვისგან გამოთლილ მორებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯარგვლის ტიპის სახლის აგებისას ლურსმანს არ იყენებდნენ.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კოლხური ოდა —ტრადიციული სახლის ტიპი, რომელიც დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოსა და გურიაში, ნაწილობრივ იმერეთშიც იყო გავრცელებული. ოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქიტექტურულ და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, რომელიც კოლხეთის დაბლობზე მცხოვრები ხალხის ყოფასა და სამშენებლო ტრადიციებს ასახავს.

ოდებს ყველაზე ხშირად მუხის ან წაბლისგან აგებდნენ. სახლი  მიწაში ღრმად ჩასმულ ხის ბოძებზე იდგა, რომელიც იატაკსა და მიწას შორის სივრცეს ტოვებდა. ეს ხელს უწყობდა ვენტილაციას და სახლს ტენიანობისა და მღრღნელებისგან იცავდა.

სამეგრელო: კულტურა

ყველა ოდას წინა მხარეს დიდი ხის აივანი ჰქონდა, სადაც  ოჯახის წევრები, სტუმრები და მეზობლები იკრიბებოდნენ.

ბევრ ოდაზე დახვეწილი დეკორატიული ელემენტები, სვეტების მორთულობა და ფარდულების ორნამენტები გვხვდება, რაც ამ სახლების ესთეტიკურ ღირებულებას ზრდის.

დღეს ბევრი კოლხური ოდა უკვე აღარ ფუნქციონირებს, თუმცა როგორც უძველესი ხალხური არქიტექტურის ნიმუში ფასდაუდებელ კულტურულ მნიშვნელობას ინარჩუნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა