თეგებით ძიება

"ბაგებიდან ქავთარაძის ქუჩასთან დაკავშირება ფაქტობრივად 1 წუთში იქნება შესაძლებელი“ – თბილისში ახალი საავტომობილო გვირაბი გაიხსნა

თბილისში ახალი საავტომობილო გვირაბი გაიხსნა. საუბარია, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბზე.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, გვირაბი ვაკე-საბურთალოს აკავშირებს ერთმანეთთან და დღეიდან გადაადგილება იქ უკვე პრობლემების გარეშე იქნება შესაძლებელი.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, ამ გვირაბის მეშვეობით ბაგებიდან ქავთარაძის ქუჩასთან დაკავშირება ფაქვტობრივად 1 წუთში იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ გვირაბის მშენებლობა გასული წლის ზაფხულში დაიწყო. გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას უერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა