თეგებით ძიება

ყველაზე დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობა მცხეთა-მთიანეთშია - როგორია სტატისტიკა რეგიონების მიხედვით?

საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74 წელია (ორივე სქესი). მედიანურად კი ქალები 75 წელს, კაცები კი 69 წელს ცოცხლობენ. ბოლო ათწლეულების მანძილზე სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, თუმცა პოსტ-პანდემიის პერიოდში მცირედით დაეცა და ამჟამად სტაგნაციას განიცდის.

რეგიონების მიხედვით ყველაზე დაბალი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მცხეთა-მთიანეთის მხარეშია - კაცები 61, ხოლო ქალები 69 წელი ცოცხლობენ. ყველაზე მაღალი კი შიდა ქართლში - კაცები 70, ქალები კი 77 წელი ცოცხლობენ. მათ მოსდევთ თითქმის იდენტური მონაცემებით ქვემო ქართლი და იმერეთი.

პანდემიამ გააუარესა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში კაცები 67, ქალები კი 75 წელს ცოცხლობენ.

შედარებით დაბალია სიცოცხლის ხანგრძლივობა კახეთსა და თბილისში. კახეთში კაცები 66, ქალები მი 74 წელი ცოცხლობენ.

თბილისში კი საშუალოდ კაცები 66, ხოლო ქალები 75 წელს ცოცხლობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა