თეგებით ძიება

საქართველო ბერდება - გაეცანი სტატისტიკას

საქართველოს მოსახლეობა 2025 წლის 1 იანვრის მონაცმებით 3,705,000 ადამიანია, აქედან 800,000 კი პენსიონერია ანუ მოსახლეობის 22%. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რაც მიუთითებს ერის დაბერებაზე სხვა ფაქტორებთან ერთად. ახალგაზრდების მიგრაციის მაღალი დონე და დაბალი შობადობა ქვეყანაში არასახარბიელო დემოგრაფიულ სურათს ქმნის.

ხანდაზმული მოსახლეობის ზრდა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდას უკავშირდება, რომელიც 73-74 წელია (ორივე სქესი).

მოსახლეობის მედიანური ასაკი 39 წელია, რაც ასევე გაზრდილი მაჩვენებელია (2020 წელს 37 წელი იყო). მაგალითად იგივე მონაცემი თურქეთში 34, ხოლო სომხეთში 36 წელია.

ხანდაზმული მოსახლეობის მაღალი მაჩვენებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეტ ხარჯებს ითხოვს, ასევე გამოწვევაა შრომის ბაზრისთვის, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა