გაიზრდება თუ არა საპენსიო ასაკი საქართველოში?
ამჟამად საქართველოში საპენსიო ასაკი ქალისთვის 60 წლით, ხოლო მამაკაცისთვის 65 წლით განისაზღვრება. ქვეყანაში 800,000 პენსიონერია, რაც მოსახლეობის 22%-ია. ევროკავშირში აღნიშნული მაჩვენებელი 21%-ს შეადგენს.
ევროპული ქვეყნების უმეტესობაში საპენსიო ასაკი 65 წლიდან იწყება, საქართველოსთან შედარებით მაღალია როგორც ასაკობრივი ბარიერი ასევე პენსიის ოდენობაც. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, ქვეყნების სოციალური ხარჯებიც იზრდება. მრავალი ქვეყანა ეტაპობრივად ზრდის საპენსიო ასაკს. ბოლო ასეთი შემთხვევა საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო ტალღით წარიმართა, როდესაც ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზარდა.
2031 წელს 67 წლამდე გაიზრდება საპენსიო ასაკი გერმანიაშიც. 2027 წელს კი იგივე ესპანეთში მოხდება. საქართველოს მსგავსად შედარებით დაბალი საპენსიო ასაკი აქვს პოლონეთსა და სლოვაკეთს. პენსიები კი ჩვეულებრივ, 1000-1500 ევროს ფარგლებში მერყეობს.
სავარაუდოთ გლობალურ ტრენდს, არც საქართველო ჩამორჩება და საპენსიო ასაკი ეტაპობრიბვად სამომავლოდ გაიზრდება. თუმცა ამის შესახებ ჯერ ცნობილი არაფერია.