თეგებით ძიება

2024 წელს ერთი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 1 896 ლარი იყო - საქსტატი

2024 წელს ერთი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 1 896 ლარი იყო. შესაბამისი მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.

კერძოდ, როგორც 2024 წლის ცხოვრების დონის მაჩვენებლებიდან ჩანს, გასულ წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 10.1%-ით გაიზარდა და 1 896 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 13.2%-ით გაიზარდა და 590 ლარს გაუტოლდა.

"გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერრები, რომლის წილიც 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 90.4% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 94.9%-ს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 81.7%-ს შეადგენდა", - წერია საქსტატის მიმოხილვაში.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია შინამეურნეობების საშუალო თვიური ფულადი და არაფულადი სახსრების განაწილება ძირითადი წყაროების და დასახლების ტიპის მიხედვით, 2021-2024 წლებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა