რამდენია ეთნიკური ქართველების წილი საქართველოს მოსახლეობაში?
ბოლო დროს ხშირად შეხვდებით ინფორმაციას ეთნიკური ქართველების წილის შემცირებაზე მოსახლეობაში. თუ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს თვალს გადავავლებთ ვნახავთ, რომ ეთნიკური ქართველების წილი ქვეყანაში კი არ მცირდება - არამედ პირიქით.
უკანასკნელი მონაცემებით (მალე გამოქვეყნდება 2024 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებიც) საქართველოში 3.7 მლნ. ადამიანი ცხოვრობს და მათი 87% (მშობლიური ენა ქართული) ანუ 3.2 მლნ. ადამიანი ეთნიკურად ქართველია. ეს მცირედით მეტია 2002 წლის მონაცემებთან შედარებით (84%) და ბევრად აღემატება 1989 წლის (70%) ციფრებს.
1989 წელს საქართველოს მოსახლეობის პიკში (5.4 მლნ.) ჯამში 3.8 მლნ. ქართველი იყო. ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა კიდევ უფრო მცირე იყო მე-19 საუკუნის ბოლოსა თუ მე-20 საუკუნის დასაწყისში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, 1939 წელს აღნიშნული ციფრი 61%-ს შეადგენდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსახლეობაში ნელ-ნელა ქართველები უმცირესობა ხდებიან სიმართლესთან ახლოს არაა და მანიპულაციაა. ზოგადად კი, სრულფასოვან ქართველად ითვლება ყველა მოქალაქე განურჩევლად ეთნიკურობისა, რამეთუ საქართველო სამოქალაქო პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოა და არა უბრალოდ ეთნიკური ჯგუფი.