შენ ისეთი ხარ, როგორიც შენი სივრცეა - წარმატებული ადამიანების ინტერიერის საიდუმლოებები
გგონია წარმატება მხოლოდ დიპლომსა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული? იქნებ ეგეც, მაგრამ ხშირად ყველაზე დიდ გავლენას ჩვენი გარემო ახდენს - ის სივრცე, სადაც ვიღვიძებთ, ვმუშაობთ და დღის ბოლოს დაღლილი, სოციალური ცხოვრებისგან, ვისვენებთ ჩვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ინტერიერი მხოლოდ ესთეტიკა არ არის - ის ჩვენი ცხოვრების სტილია, შინაგანი მდგომარეობის ანარეკლი და მოტივაციის წყაროც. სწორედ ამიტომ, წარმატებულ ადამიანებს განსაკუთრებული მიდგომა აქვთ საკუთარ გარემოსთან.
წარმატებული ადამიანები არ იტვირთებიან ზედმეტი ნივთებით. მათ სივრცეში იშვიათად შეხვდებით უადგილო დეკორს ან გადაჭარბებულ ფერთა პალიტრას. ყოველი ნივთი ან ფუნქციურია, ან შთამაგონებელი. ამით ისინი გონებრივ სისუფთავეს ინარჩუნებენ და კონცენტრაციის უნარს ამაღლებენ.
წარმატება არ მოდის მხოლოდ საქმის კეთებით - ის იწყება იმ გარემოში, სადაც იფიქრებ, იმოქმედებ და დაისვენებ. შენი სივრცე ან გაძლიერებს, ან გშლის. ის გიბიძგებს ან გაჩერებს. არჩევანი შენზეა - შექმენი სივრცე, რომელიც ასახავს შენს ნამდვილ სახეს და გეხმარება იქ მისვლაში, სადაც გულით გინდა იყო.
და არ დაგავიწყდეს: შენ ისეთი ხარ, როგორიც შენი სივრცეა.