თეგებით ძიება

ბეტონის ქალაქი: საბჭოთა შენობების გავლენა დღევანდელობაზე

საბჭოთა არქიტექტურა საქართველოში - მემკვიდრეობა ბეტონს მიღმა

ქართველი არქიტექტორების, მშენებლებისა და მოქალაქეების ყოველდღიურობა ათწლეულობის განმავლობაში ყალიბდებოდა იმ რკინის წესებით, რომლებიც საბჭოთა არქიტექტურამ დაამკვიდრა. ამ პერიოდში აშენებული შენობები დღესაც ქმნიან ქალაქების ველს, აყალიბებენ ურბანულ გარემოს და თან გვაწვდიან წარსულის მტკიცე ხმას - ხან მკაცრს, ხან გულგრილს, ხანაც შთამბეჭდავად გრანდიოზულს. დღეს, როცა ვუყურებთ ამ შენობებს - ზოგი მოუვლელი, ზოგი განახლებული, ზოგიც ახლად აღმოჩენილი "მოდური" ელემენტებით - გვიყვებიან იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე მხოლოდ არქიტექტურაა. გვიყვებიან იმ სისტემაზე, რომელიც ერთნაირობასა და კონტროლს ანიჭებდა უპირატესობას ინდივიდუალურობაზე, და ამავდროულად დაგვიტოვა კვალიც: სივრცეები, რომელთა ფორმაც ზოგჯერ გვაწუხებს, მაგრამ მათ გარეშე ჩვენი ქალაქები წარმოუდგენელია.

სწორედ საქართველოში ამ არქიტექტურამ მიიღო განსაკუთრებული ხასიათი ქართული ტრადიციული ელემენტების შემოტანით, ბუნებასთან შერწყმით ან მასშტაბური ექსპერიმენტებით, რომლებიც ზოგჯერ ქალაქის იერსაც ცვლიდა. შედეგად მივიღეთ შერეული იდენტობა: საბჭოთა გეგმარება + ადგილობრივი მგრძნობელობა, რაც უნიკალურ ფენომენად აქცევს ჩვენს ურბანულ მემკვიდრეობას.

 I. სტალინისტური ნეოკლასიციზმი (1930-1950-იანი წლები)

სტალინიზმის ეპოქის არქიტექტურა საქართველოში გამოირჩეოდა მასშტაბურობით, დეტალების სიმდიდრითა და კლასიკური ელემენტების საბჭოთა ინტერპრეტაციით. ეს არ იყო მხოლოდ შენობები ეს იყო ძალის დემონსტრაცია ქვის და თაბაშირის ენით. 

II. პანელური საცხოვრებლები (1970-1990-იანი წლები) 

როდესაც ქალაქებში მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა, საჭირო ხდებოდა ბინების მასობრივი და იაფი მშენებლობა. ამან წარმოშვა „ხრუშჩოვკები“, „ბრეჟნევკები“ და სხვა ტიპის პანელური სახლები, რომლებიც დღესაც ათასობით ოჯახისთვის ყოველდღიურობის ნაწილია.

III.საჯარო და საგანმანათლებლო შენობები

სკოლები, ინსტიტუტები და ბაღები იყო ერთნაირი, მოდულური პროექტებით აგებული. ისინი ნაკლებად ითვალისწინებდნენ ადგილობრივ კონტექსტს და უმეტესად მორგებული იყო ცენტრში გაწერილ გეგმებზე.

საბჭოთა არქიტექტურა საქართველოში არ არის უბრალოდ არქიტექტურა - ეს არის იდენტობის, მეხსიერების და ტრავმის ერთდროული გამოხატულება. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ იმ სივრცეში, რომელიც შექმნილია სხვა ეპოქისთვის, სხვა სისტემისთვის - მაგრამ ვცდილობთ მასში ახალი მნიშვნელობის გაჩენას.

თუ შევძლებთ ბალანსს ისტორიასა და თანამედროვეობას შორის, შესაძლოა ბეტონის კედლებმაც ისწავლონ ახალი დროის ენა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა