თეგებით ძიება

გლობალურ ბაზრებზე ნავთობი გაიაფდა - როგორია საწვავის ფასები საქართველოში?

გლობალურ ბაზრებზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, ივნისის ბოლოს ნედლი ნავთობის ღირებულება გაიზარდა. ამის პარალელურად, საქართველოში საწვავი 5-10 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. გაზრდილი ფასები ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 23 ივნისიდან პერიოდულად აისახა.

ბოლო კვირის განმავლობაში, ძველი ფასები ნარჩუნდებოდა მხოლოდ ორ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე, თუმცა, მიმდინარე კვირას ორივეს შემთხვევაში ფასები გაიზარდა. კერძოდ, საუბარია Portal-სა და Rompetrol-ზე, ორივე კომპანიის საწვავის ფასები 5-10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს საწვავი ამჟამად სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე (შენიშვნა: ქვემოთ ჩამოთვლილი სადგურებიდან ფასები უკვე ყველაგან გაიზარდა):

Gulf

G-Force სუპერი - 3.47 ლარი;

G-Force პრემიუმი - 3.07 ლარი;

G-Force ევრო რეგულარი - 2.97 ლარი;

ევრო რეგულარი - 2.87 ლარი;

G-Force ევრო დიზელი - 3.03 ლარი;

ევრო დიზელი - 2.93 ლარი.

Wissol

ეკო სუპერი - 3.45 ლარი;

ეკო პრემიუმი - 3.03 ლარი;

ეკო დიზელი - 2.98 ლარი;

ევრო დიზელი - 2.90 ლარი;

ევრო რეგულარი - 2.85 ლარი;

დიზელ ენერჯი - 2.85 ლარი.

Socar

ნანო სუპერი - 3.45 ლარი;

ნანო პრემიუმი - 3.05 ლარი;

ნანო ევრო რეგულარი - 2.85 ლარი;

ევრო 5 დიზელი - 2.87 ლარი;

ნანო ევრო 5 დიზელი - 2.99 ლარი.

Rompetrol

Efix სუპერი - 3.49 ლარი;

Efix ევრო პრემიუმი - 3.09 ლარი;

ევრო რეგულარი - 2.87 ლარი;

Efix ევრო დიზელი - 3.06 ლარი;

ევრო დიზელი - 2.99 ლარი.

Portal

სუპერი - 2.99 ლარი;

პრემიუმი - 2.74 ლარი;

ევრო რეგულარი - 2.54 ლარი;

ევრო დიზელი - 2.74 ლარი;

ეფექტური დიზელი - 2.54 ლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა