ევროპის რომელ ქვეყნებში ღირს სიგარეტი ყველაზე ძვირი - რეიტინგი
საქართველოში ერთი კოლოფი სიგარეტის საშუალო ფასი 7.4 ლარია, რაც 2.32 ევროს უდრის. ევროპის ბაზარზე ყველაზე ძვირი სიგარეტი ირლანდიაშია, სადაც საერთაშორისო აუდიტორული ფირმა KPMG-ის კვლევის თანახმად, ერთი შეკვრის საშუალო ფასი 16 ევროს, ანუ 51 ლარის ტოლია. ასევე განსაკუთრებით მაღალია სიგარეტის ფასი გაერთიანებულ სამეფოში 15.8 ევროს ოდენობით, ნორვეგიაში ის €14.4 ღირს, საფრანგეთში კი €12. გერმანიაში საშუალო ფასია 7 ევრო, იტალიაში €5.6, ესპანეთში კი 5.1 ევრო.
კონტინენტური ევროპის ქვეყნებში, სადაც სიგარეტის ფასი განსაკუთრებით მაღალია კონტრაბანდული, ფალსიფიცირებული ან სხვა ბაზრისთვის განკუთვნილი სიგარეტის რეალიზაციის ბიზნეს ინტერესი ყველაზე მაღალია. KPMG-ის კვლევის თანახმად, რომელიც ევროპაში კონტრაბანდული სიგარეტის მოხმარების ტენდენციებს შეეხება, ყველაზე ფართოდ მსგავსი კატეგორიის საქონელი საფრანგეთშია გავრცელებული, სადაც ადგილობრივი მოხმარების 38% სწორედ კონტრაბანდაზე მოდის. კვლევის თანახმად, საფრანგეთში 2024 წელს სულ 18.7 მილიარდი ღერი კონტრაბანდული სიგარეტი მოიხმარეს, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტს 9.4 მილიარდი ევრო დააკარგვინა. დიდ ბრიტანეთში კონტრაბანდის წილი 26%-მდე გაიზარდა, ბელგიაში კი 15%-მდე.
მთლიანად EU-ში 2024 წელს 38.9 მილიარდი კონტრაბანდული და ფალსიფიცირებული სიგარეტის ღერი მოწიეს, რაც მთლიანი მოხმარების 9.2% იყო.
ევროპაში სიგარეტის საშუალო ფასი ქვეყნების მიხედვით - KPMG-ის კვლევის თანახმად: