თეგებით ძიება

შოვის სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

შოვის სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე, სოფელ გლოლასთან, მდინარე ჭანჭახზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის მოწესრიგების სამუშაოები.

ხიდი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, მნიშვნელოვნად დაზიანდა შოვის სტიქიური მოვლენების დროს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, დროებითი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დამონტაჟდა დროებითი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ამჟამად განახლებულმა ხიდმა შეცვალა.

უწყების ცნობით, მოეწყო ახალი ბურჯები, რეაბილიტირდა მოაჯირები და ხიდის სავალი ნაწილი, მიერთებები და ხიდთან მისასვლელი გზები.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა გლაციალური ღვარცოფი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა